სუს, პოლიცია და სამართალდამცველი უწყებები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდნენ, ბიძინა ივანიშვილმა, სამწუხაროდ, ხარებას ძალადობრივ დაჯგუფებად ან ხელისუფლების პირადი დავალებების უსიტყვო შემსრულებლად აქცია - ეს არის ერთადერთი, რაზეც ახლა რუსული კანონის ავტორი ხელისუფლების ძალაუფლება დგას და რომლითაც ივანიშვილი, 2024 წლის არჩევნების გაფორმებასაც აპირებს. სიუჟეტში, მოგიყვებით ფაქტებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ხელისუფლების ყველა რგოლი, სწორედ სუს-ის დახმარებით კონტროლდება და საჭიროების შემთხვევაში, ტიტუშკებიც, დაცვაც, მხარდამჭერებიც და სტუდენტებიც კი სწორედ ძალოვანი უწყების თანამშრომლები არიან; მაგალითად, პრემიერ კობახიძის სტუდენტების როლს, ყოველ შაბათს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებენ. ყოველ შაბათს, დილის ცხრა საათზე, პრემიერს, თსუ-ის მეორე კორპუსის აუდიტორიაში და უნივერსიტეტის წინ - სტუდენტების სტატუსით, პოლიციელები დაჰყვებიან. ორი მათგანი ჩვენმა ჟურნალისტმა გაშიფრა.
"სტუდენტი" პოლიციელები - შაბათის ფორმულა
15 ივნ 202420:44
3 წუთის საკითხავი